logo_geo
თემურ წიკლაური: თბილისს ქალივით სჭირდება მოვლა და გაპრანჭვა
- +

13 მარტი. 2017. 23:59



„სიმღერას რომ ვმღერი, ვიცი რა უნდა გავაკეთო, რომ იგი, რაღაცით გამორჩეული და ლამაზი იყოს. რომ სიტყვები, რომლებიც სიმღერაშია, ადვილად მივიდეს ადამიანის გულამდე, სულამდე. ის ლამაზი უნდა იყოს, როგორც ქალი რომ იპრანჭება გაზაფხულის პირს, ლამაზად ჩაიცვამს, ფერუმარილს წაისვამს, ასეა ქალაქიც. ქალაქი ხომ ცოცხალი ორგანიზმია, მასაც სჭირდება მოვლა და გაპრანჭვა", - ამის შესახებ მომღერალმა თემურ წიკლაურმა განაცხადა.


„დღეს თბილისს მარტო სიმწვანე კი არა, სიყვარული აკლია. რომ უყვარდეთ თბილისი მათ, ვისაც ეს ხელეწიფება, ქალაქს სიმწვანეც ექნება და კარგ ადგილას აშენებული სახლებიც. ახლა დოლიძის ქუჩაზე ვარ, მალე აქ, მგონი ფეხით ვეღარ გაივლის ადამიანი. გასაგებია, რომ უნდა აშენდეს ახალი შენობები, მაგრამ ხომ შეიძლება არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებული შენობები აშენდეს, რომ დაამშვენოს ჩვენი ქალაქი, ადამიანმა შეხედო და გული გაგინათდეს. სტუმარმაც თქვას, რა კარგი არქიტექტურა არისო. არადა ქართველებს, ისეთი კარგი არქიტექტორები გვყავს. ეტყობა არავის აინტერესებს ეს საკითხი. ზოგი შენობა, რაღაცას ექვემდებარება, მაგრამ უმეტესობა კვადრატები და მართკუთხედებია.

 

მკითხეთ და მეც გიპასუხეთ, მაგრამ, მე რაც არ უნდა ვილაპარაკო, მაინც თავისას გააკეთებენ. ჩვენ არავინ, არაფერს გვეკითხება. ვინც თავში დგას, კეთილი ინებოს და მოუაროს ქალაქს.

 

ხილიანზე ვცხოვრობ და საცობების პრობლემა ძალიან მაწუხებს. სახლები კი არ უნდა შენდებოდეს პანტა -პუნტით...

 

გმირთა მოედანზე ყოველთვის საცობებია. ტერიტორიაზე არსებული "ვისოლის" ავტოგასამართი სადგური რომ აიღონ და საცურაო აუზს 2 მეტრით მოაშორონ, ყველაფერი რიგზე იქნება. ძალიან ადვილია", - აღნიშნა წიკლაურმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი