logo_geo
ვინ იყო ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ქალი
- +

21 მარტი. 2020. 23:02

 

 

ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ქალს ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაც ჰქონ­და.

 

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ვი­ღეთ შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ეს­პა­ნეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მელ­საც ჰქონ­და ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა და ამა­ვე დროს, კო­რო­ნა­ვირუ­სი. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ­ჟა­მად კავ­შირ­ზეა რო­გორც შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან ეს­პა­ნეთ­ში, ასე­ვე ოჯახ­თან, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად მოხ­დეს ამ ოჯა­ხის ყო­ველ­მხრივ დახ­მა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

 

რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი ქალი 5 შვი­ლის დედა, 34 წლის ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლია. ის ოჯახ­თან ერ­თად სამ­ტრე­დი­ა­ში ცხოვ­რობ­და.

 

ალიხანაშვილს საქართველოში მელანომა დაუდგინეს, რის გამოც საქველმოქმედო ფონდ "დედების ფონდმა" ის სამკურნალოდ ესპანეთში გაუშვა.

 

 

"ქიმიოთერაპია 17 ათასი ლარი ჯდებოდა... ჩვენ მათი გზის ფული დავაფინანსეთ. დახლოებით ორი კვირის წინ წავიდნენ. ჩემი ინფორმაციით იქ სხვა დიაგნოზი დაუდგინდა და არ იყო ეს მელანომა. დაიწყეს მკურნალობა და როგორც ჩანს ორგანიზმმა ვერ გაუძლო. რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებას, სავარაუდოდ კლინიკის ტერიტორიაზე დაემართა, ვერ გეტყვით, არ მაქვს მე ამის შესახებ ინფორმაცია...

 

 

გარდაცვლილს 5 შვილი დარჩა, სოციალურად დაუცველები არიან, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვროდნენ... ბავშვებს ახლა მამა და მამიდა მიხედავენ" - უყვება AMBEBI.GE-ს ფონდის თანამშრომელი ლიკუნა წიქარიშვილი, რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდა გარდაცვლილი ქალის ოჯახთან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი