logo_geo
თბილისის რამდენიმე კაფეში ჩაისა და ყავის საფასურის გადახდა ლექსით იქნება შესაძლებელი
- +

14 მარტი. 2017. 00:06



მსოფლიო პოეზიის დღესთან დაკავშირებით, 20-21 მარტს, დედაქალაქში მდებარე რამდენიმე კაფეში ყავისა და ჩაის საფასურისგადახდა ლექსით იქნება შესაძლებელი.


აღნიშნული აქცია კომპანია Julius meinl-ის ეკუთვნის.

 

„აქციის პირობა მდგომარეობს შემდეგში: სტუმრები უკვეთავენ Julius meinl-ის ყავას ან ჩაის, ბრენდირებულ ფურცელზე წერენ ექსპრომტად მოფიქრებულ ან ცნობილ ლექსს, აღნიშნული ლექსი კი თქვენი შეკვეთის საფასური იქნება", - აღნიშნავენ კომპანიაში.


აქციაში მონაწილე კაფეებია: Tiffani Bar Tbilisi, Terasa, Cafe "Funicular", „tiflis brunch", „accent", café-bar ,,bar 26", „ბარბარესთან",,,Guinness"და Julius Meinl coffee corner.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი