თბილისში მრავალსართულიანი პარკირების სისტემა რკინიგზის სადგურთან, ფილარმონიასთან, მეტრო „ისნის"მიმდებარედ, მერიასთან, მეიდანზე, ასევე მეტრო „ახმეტელთან" მოეწყობა.
როგორც ეკონომიკურ პორტალ bpn-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების მშენებლობა საერთო ჯამში 10 ლოკაციაზე იგეგმება.
თავის მხრივ, როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, ამ კუთხით თბილისში მიმდინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე დასრულდა.
„მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობა ქალაქის ყველაზე დატვირთულ 10 ადგილში იგეგმება. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე დასრულებულია. პარალელურად მზადდება დოკუმენტი, რომლითაც დაინტერესებული კომპანიებისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება. საუკეთესო წინანდადების მქონე კომპანიებს კი მრავალსართულიანი პარკინგების აშენების შესაძლებლობა მიეცემათ", - განაცხადა ნარმანიამ.