ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, დღეს მათ კლინიკაში კორონავირუსის კიდევ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულ პირებს მოგზაურობის ისტორია აქვთ.
დღეს კიდევ გამოვლინდა ჩვენთან ოთხი ახალი ინფიცირებული, ასევე გამოვლინდა სამი აჭარაში. ჩვენთან მყოფი 4 შემთხვევიდან არცერთი არ არის შიდა გადაცემა. ისინი არიან ამერიკიდან ჩამოსულები. ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის. ესენი იყვნენ თვითიზოლაციაში,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.