logo_geo
მარინა ენდელაძე: დღეს კიდევ ოთხი ახალი ინფიცირებული გამოვლინდა.
- +

23 მარტი. 2020. 20:15

 

 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, დღეს მათ კლინიკაში კორონავირუსის კიდევ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულ პირებს მოგზაურობის ისტორია აქვთ.

 

დღეს კიდევ გამოვლინდა ჩვენთან ოთხი ახალი ინფიცირებული, ასევე გამოვლინდა სამი აჭარაში. ჩვენთან მყოფი 4 შემთხვევიდან არცერთი არ არის შიდა გადაცემა. ისინი არიან ამერიკიდან ჩამოსულები. ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის. ესენი იყვნენ თვითიზოლაციაში,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

 

big_banner
არქივი