logo_geo
საშიშია თუ არა მარნეულიდან შემოტანილი პროდუქტი
- +

24 მარტი. 2020. 00:16

 

 

„არანაირი საშიშროება იმისა, რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან შემოტანილი სურსათი, ბოსტნეული საშიში იყოს, არ არის“, - რამდენად უსაფრთხოა მარნეულიდან შემოტანილი პროდუქტი მას შემდეგ, რაც ეს მუნიციპალიტეტი კორონავირუსის გამო საკარანტონო რეჟიმზე გადავიდა, ამ თემაზე Imedinews-ი სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსს თენგიზ კალანდაძეს ესაუბრა.

 

 

მისი განმარტებით, არც ერთ იმ ქვეყანაში, სადაც ამ ინფექციის მასშტაბები ბევრად დიდია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების კვლევები არ ადასტურებს სურსათით ინფექციის გადადებას. ამასთან, ამ მიზეზით ვაჭრობა ქვეყნებს არ აუკრძალავთ. ამიტომ, არანაირი საშიშროება იმისა, რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან გამოტანილი სურსათი, ბოსტნეული საშიში იყოს, არ არის.

 

 

თუმცა თენგიზ კალანდაძის რეკომენდაციით, სასურველია, რომ ზოგადად ბოსტნეული კარგად გავრეცხოთ საპნიანი წყლით და სპეციალური ღრუბლით, რომ უფრო მეტად ვიყოთ დაცულები.

 

 

„მწვანილი წყალში ჩავალბოთ და 10-15 წუთი გამდინარე წყალში იყოს. ასევე სასურველია, რომ ამ პირობებში თერმულად დამუშავებული პროდუქცია მივიღოთ. უფრო მეტად დაცულები ვიქნებით, ბოსტნეულსაც უმად ნუ შევჭამთ. მოვშუშოთ, ესეც კი, თერმული დამუშავება კლავს ვირუსებს და მიკრობებს“, - განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.

 

 

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონა ვირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი