logo_geo
„ტელესკოლაში“ მოსწავლეები გია მურღულიას გაკვეთილებსაც მოისმენენ
- +

24 მარტი. 2020. 22:48

 

 

ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიწყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადებული პროექტი - "ტელესკოლის" გაკვეთილების ჩაწერა უკვე მიმდინარეობს და პროექტი რამდენიმე დღეში, კერძოდ, 30 მარტიდან ამოქმედდება.

როგორც გია მურღულია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, პრაქტიკულად ყველა საგანში სატელევიზიო გაკვეთილებს კომპეტენტური პედაგოგები ჩაატარებენ და ისინი ქვეყნის ნებისმიერი მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

პროექტში თავად გია მურღულიაც მონაწილეობს, მან პირველი გაკვეთილი დღეს ჩაწერა.  

„დღეს, ერთი გაკვეთილი ჩავწერე - აკაკი წერეთლის "გამზრდელზე" ვესაუბრე ბავშვებს. ჩემთვისაც საინტერესო იყო, იმიტომ რომ კლასიკა არასდროს ძველდება.
რატომ აპატია ბათუმ საფარ-ბეგს ის, რასაც "შენდობა არ უხერხდება"?
რატომ შეასრულა საფარ-ბეგმა ბათუს მოთხოვნა და გამზრდელთან წავიდა?
რატომ მოიკლა თავი ჰაჯი-უსუფმა?
ეთანხმება თუ არა თავად აკაკი გამზრდელს?
მართლა "უნებურად" ეწია საფარ-ბეგი ცოდვას, რომელიც უკვე 122 წელიწადია აღელვებს მკითხველს?
"ტელესკოლა" - ადგილი, სადაც საკლასო ოთახი მთელი საქართველოა!“, - წერს გია მურღულია.

 

 

big_banner
არქივი