logo_geo
„ისე ზრუნავს ჩვენზე, როგორც – საკუთარ ოჯახზე“ – საცხოვრებელი კორპუსი ბათუმში და სამართალდამცველის ინიციატივა კორონა ვიურისის პრევენციისთვის
- +

25 მარტი. 2020. 00:27

 

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალისტების მხრიდან ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია მოსახლეობის მიერ ჰიგიენის ნორმების განსაკუთრებული დაცვაა.

ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსი ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს – შესაბამისი მოწყობილობები, სადეზინფექციო ხსნარები და საინფორმაციო ბროშურები კორპუსის შესასვლელიდან დაწყებული, ფაქტობრივად, ყველა სართულზეა განთავსებული.

 

როგორც “რეგიონულმა კვირამ“ გაარკვია, აღნიშნულ პრევენციულ ზომებს კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე ზვიად მალაყმაძემ, რომელიც ამავდროულად სამართალდამცველია და წლებია, მართლწესრიგის დაცვაზე ზრუნავს, ჯერ კიდევ პირველივე დღეებში – კორონა ვირუსთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების კვალდაკვალ მიმართა.

მის ინიციატივას, რომელიც კორონა ვიურსთან დაკავშირებული საფრთხის შემცირებას ისახავდა მიზნად, კორპუსის მობინადრეებმა მხარი მალევე აუბეს.

„ზვიადი ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანია, ამიტომაც ავირჩიეთ კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარედ. იგი ისე ზრუნავს ჩვენზე, როგორც – საკუთარ ოჯახზე. როცა გაგვანდო, რისი გაკეთებაც სურდა ამ ვერაგი ვირუსისგან დასაცავად, ჩვენც სიამოვნებით დავთანხმდით. თუმცა მხოლოდ ზვიადი და ერთეული ადამიანები ვერაფერს გახდებიან, თუ ყველამ არ გაითავისა თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“, – ამბობს „რეგიონულ კვირასთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი, ფიქრია გორგაძე.

 

 

თავად ზვიად მალაყმაძე კი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ, შესაძლებლობების ფარგლებში, მოქალაქეები თავიანთ წვლილს შეიტანენ ვირუსისგან მომდინარე საფრთხეების შესამცირებლად.

„როდესაც ინფორმაცია გავრცელდა არსებულ მდგომარეობაზე, მივიღე გადაწყვეტილება, რაღაც წვლილი შემეტანა ამ საქმეში. დავამზადეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარი, რომელსაც ინტენსიურად იყენებენ აქ მცხოვრებლები. მოვუწოდებ ყველას, მიიღონ მკაცრი ზომები იმისთვის, რომ არ დაინფიცირდნენ. დავიცვათ საკუთარი თავი, ოჯახი და ახლობლები, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს – ეს არის ჩემი თხოვნა”, – აღნიშნავს ზვიად მალაყმაძე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი