logo_geo
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი: შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს
- +

25 მარტი. 2020. 16:27

 

 

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი, ლაზარე(სამადბეგიშვილი) კორონავირუსთან დაკავშირებით , საზოგადოებას მიმართავს.

 

 

“სამწყსოს ქრისტესმიერო ძმანო და დანო ( ესაია 26 – 20 ) მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს“ რთული განსაცდელის წინაშე ვდგავართ განსაკუთრებული რეჟიმის გამო, რომელიც გამოწვეულია COVID-19-თან დაკავშირებით. მინდა შეგახსენოთ და უმორჩილესად გთხოვთ, რომ სიყვარულითა და ერთმანეთის ზრუნვით გადავლახოთ ეს ურთულესი პერიოდი. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე გვაცნობებს, ვირუსის პიკური პერიოდი იწყება და შევდივართ გარკვეულ პრე-კრიტიკულ ფაზაში. ამიტომ, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიება, რასაც დღეს ქვეყანა ატარებს.

 

 

სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე ვერ იცავს ამ წესებს და ბატონ პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით,  იზღუდება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. საგანგებო მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო. ამის გამო, მინდა შეგახსენოთ და მოგიწოდოთ, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ (21.03.2020) და ზედმიწევნით შეასრულოთ ყველა ის რეგულაცია.

 

 

ღვთისმსახურების დასწრების დროს დაცული იქნას რეკომენდირებული დისტანცია თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის. ვინც არიან რისკჯგუფში შემავალი ადამიანები, თქვენივე უსაფრთხოებისათვის, მოგიწოდებთ, მაქსიმალურად შეზღუდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტი, რათა არ შეუქმნათ საფრთხე როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვა ადამიანთა სიცოცხლეს. მაქსიმალურად შევეცადოთ სახლში დარჩენა და გავაძლიეროთ ლოცვები წმინდა სინოდის განჩინებისამებრ: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“, „გიხაროდენ“ და მოწყალებისა კარი განგვიღე“. ასევე, შეგიძლიათ ნებისმიერი ლოცვა.

 

საჭიროებისამებრ, ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირები მზად არიან, ვისაც სურვილი აქვს, თავად ესტუმრონ სახლებში და შესაბამისი მსახურება ჩაუტარონ. ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება. მარად თქვენთვის მლოცველი ქრისტესმიერი სიყვარულით ეპისკოპოსი ლაზარე”,-წერია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი