logo_geo
თბილისის უბნების ნაწილს 26 მარტს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
- +

25 მარტი. 2020. 18:18

 

 

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 25 მარტს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კონკრეტული უბნების ჩამონათვალს და დეტალურ ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

 

ისნის რაიონი

 

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბეღლეთის, გალავნის, ჟონეთის, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს, სომხეთის და გოლოვნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

საბურთალოს რაიონი

 

ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორას დასახლების, სოფელი ზურგოვანის, ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და ნუკრი გერგედავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

გლდანის რაიონი

 

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი