logo_geo
პაატა იმნაძე: მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ მე სახლში ვერ დავრჩები, უნდა ვიმუშაო
- +

25 მარტი. 2020. 18:22

 

 

„65 წელზე მეტის ვინც არის, მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩნენ და გარეთ არ უნდა გამოვიდნენ, მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ მე სახლში ვერ დავრჩები, მე უნდა ვიმუშაო“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

„ჩინეთში პენსიონერი ექიმები დაბრუნდნენ სამსახურებში, რომ თავიანთი ქვეყნისთვის ემსახურათ, რეკომენდაციები ყველას ეხება გინდა ექიმი იყოს, გინდა სხვა პროფესიის მქონე ადამიანი. 65 წელზე მეტის ვინც არის, მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩნენ და გარეთ არ უნდა გამოვიდნენ. მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ მე სახლში ვერ დავრჩები, მე უნდა ვიმუშაო“, – განაცხადა იმნაძემ.

 

 

big_banner
არქივი