logo_geo
ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა - კორონავირუსის ახალი სიმპტომი
- +

25 მარტი. 2020. 18:33

 

 

კორონავირუსი 25 მარტის დილის მონაცემებით, მსოფლიოში სულ 423 000 ადმიანს აქვს დადგენილი, საიდანაც 295 000-ზე მეტი მკურნალობას განაგრძობს. დაავადებას რამდენიმე სიმპტომი გამოარჩევს, რომელთა ჩამონათვალიც ფართოვდება.

 

კორონავირუსის უმთავრესი სიმპტომები, მშრალი ხველა, სხეულის მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა, სუნთქვის უკმარისობა, გაჭედილი ცხვირი და ფაღარათი წარმოადგენს. მათი ერთობლიობა აუცილებელი არაა. ბოლო პერიოდის დაკვირვებებმა ეს სია გაზარდა. კიდევ ერთი სიმპტომი ყნოსვის შეგრძნების დაკარგვაა.

 

ბრიტანელი ექიმის დოქტორ ნირმალ კუმერის განცხადებით 48 საათის განმავლობაში მათ ყნოსვის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 500 პაციენტისგან მიიღეს.

 

TIME-ს ცნობით ბრიტანეთი გამონაკლისი არ არის და მსგავსი სიმპტომები აღმოაჩნდა კორეელ პაციენტთა 30%-ს.

 

კუმერი და ახლა უკვე მისი კოლეგების ნაწილი მოუწოდებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს, რომ სუნთქვის დაკარგვა სიმპტომთა ჩამონათვალს დაამატოს და ის თვითიზოლაციაში გადასვლის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელონ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი