logo_geo
პაატა იმნაძე: სუფთა ჰაერზე სეირნობა კარგია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად
- +

25 მარტი. 2020. 18:56

 

 

„სუფთა ჰაერზე სეირნობა ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დისტანცია უნდა მოხდეს არა მხოლოდ უცხო ადამიანებთან, არამედ ოჯახის წევრებთან და ახლო მეგობრებთანაც.

 

"გუშინ ვუსმინე, ამბობდნენ, ჩვენ მეგობრებთან ერთად ვსეირნობთო, უცხოებს არ ველაპარაკებითო. სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება. დღეს, რა შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, ძირითადად ეს არის ან ოჯახური კლასტერები, ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები. ძალიან გთხოვთ ყველამ სწორად გამიგოთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ, მაგრამ როდესაც ასეთ დროს ადამიანი თვითიზოლაციაშია, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი ოჯახის წევრებს შორისაც და ახლო მეგობრებს შორისაც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს არ დაველაპარაკოთ, მაგრამ ლაპარაკის დროსაც მანძილი რომ დავიცვათ, ძალიან კარგი იქნება. ღია სივრცეში ეს უნდა იყოს მინიმუმ 1.5 მეტრი, დახურულ სივრცეში მინიმუმ 2 მეტრი",- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

 

big_banner
არქივი