არის თუ არა ნიკოლოზ გამყრელიძე გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის, – ამის შესახებ ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ "ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„ნიკა გამყრელიძე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია, რადიოლოგიურადაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მდგომარეობა აქვს. თუმცა, ჯერჯერობით, ვაწარმოებთ დაკვირვებას და ერთ-ორ დღეში აუცილებლად გაეწერება. კლინიკურად კარგად არის, აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია“, – ამბობს ენდელაძე.
ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის დადასტურების შემდეგ 7 მარტს გადაიყვანეს. მანამდე ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.