logo_geo
„ერთი საინტერესო სიმპტომი დაფიქსირდა რამდენიმე პაციენტში – ყნოსვის დაკარგვა, ესეც კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი სიმპტომი ყოფილა“
- +

25 მარტი. 2020. 20:53

 

 

„ერთი საინტერესო სიმპტომი დაფიქსირდა რამდენიმე პაციენტში – ყნოსვის დაკარგვა, შემდეგ ამოვიკითხეთ, რომ ესეც ყოფილა კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი სიმპტომი, მაგრამ ეს არ არის ძალიან საგანგაშო სიმპტომი“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგემ, მაია ზალდასტანიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, კორონა ვირუსზე ექიმების ეჭვები, ძირითადად, პაციენტების გამოკითხვას ეყრდნობა.

 

„კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომი, როგორც ასეთი, არ არსებობს. ჩვეულებრივი გრიპოზული სიმპტომი. ჩვენ ეჭვი მიგვაქვს, ჯერჯერობით, იმით, აქვს თუ არა პაციენტს მოგზაურობის ისტორია საეჭვო ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში და ხომ არ ჰქონდათ შეხება დაავადებულ ინფიცირებულ პირთან. ანუ, გამოკითხვით. ძირითადად, ეყრდნობა ჩვენი ეჭვი გამოკითხვას. ანუ, არ არის რაიმე ისეთი სიმპტომი, რომელიც 100 %-ით მიგვანიშნებს, რომ მას აქვს კორონა ვირუსული ინფექცია. თუმცა, ერთი საინტერესო სიმპტომი დაფიქსირდა რამდენიმე პაციენტში – ყნოსვის დაკარგვა. შემდეგ ამოვიკითხეთ, რომ ესეც ყოფილა დამახასიათებელი ერთ-ერთი სიმპტომი კორონა ვირუსისთვის, მაგრამ ეს არ არის ძალიან საგანგაშო სიმპტომი და ეს არ არის, რა თქმა უნდა, 100%-იანი სიმპტომი, რომელიც ამ დაავადებაზე მიგვანიშნებს,“ – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი