logo_geo
„ჩიკა“ ორსულადაა? - მსახიობის ახალი ფოტო და ვიდეომიმართვა
- +

25 მარტი. 2020. 22:08

 

 

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ვარსკვლავ ანა ჩირაძეს და ცნობილ მზარეულს, "მასტერშეფის" ჟიურის წევრ კონსტანტინე თედელურის რომანი გასული წლის ოქტომბერში ქორწინებით დაგვირგვინდა. აქტიური და პოპულარული წყვილი საზოგადოების ყურადღების მიღმა არასდროს რჩებიან.

 

ანიც, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა, ხალხს მოუწოდებს, რომ კორონავირუსის გავრცელებისგან თავდასაცავად სახლში დარჩნენ. მსახიობმა "ინსტაგრამზე" მეუღლესთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა და მოგვიწოდა ერთმანეთისთვის დარჩით სახლშიო. მის თხოვნაზე მეტად ყურადღება ფოტომ მიიბყრო.

ანის გამომწერები კითხულობენ, წყვილი პატარას ხომ არ

ელოდება: პატარას ელოდებით? ორსულად ხარ? - ეკითხებიან კომენტარებში.

 

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს ფოტოზე მართლა ეტყობა მუცელი, მას ორსულობის შესახებ ამ დრომდე საჯაროდ არაფერი უთქვამს.

 

მანამდე კი წყვილმა პატარა ვიდეოც ჩაწერა გულშემატკივრებისთვის, რომ ერთად არიან, კარგად და ჯანმრთელად.

 






წყარო : wyaro
big_banner
არქივი