logo_geo
ირინა ონაშვილი: აივანზე ვატარებთ დროს
- +

25 მარტი. 2020. 22:12

 

 

მოდელი ირინა ონაშვილი ორ შვილთან ერთად სახლშია ისევე, როგორც ბევრი ამ რთულ პერიოდში. თუმცა ამბობს, რომ დროს ეფექტურად ატარებს. ბავშვებისთვისაც მეტი დრო გაუჩნდა და კულინარიაშიც ხვეწავს უნარებს.

 

- შექმნილ ვითარებას პოზიტიური კუთხით ვუყურებ. ახლა ვივსებ ის დეფიციტს, რაც აქამდე ბავშვებთან ურთიერთობაში მქონდა. ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, დაწყებული სადილის მომზადებით ყვავილების დარგვით დამთავრებული. მოვიცალე იმისთვისაც, რომ საბას დავუჯდე და ვამეცადინო. ერთად ვერთობით, თამაშ-თამაშით ვაკეთებთ ყველაფერს. ვცდილობთ, რომ ამ სიტუაციას კარგი მხარეც ვუპოვოთ, არ ვფიქრობ იმაზე, რომ გამოვიკეტეთ სახლში და ეს დიდი ტრაგედიაა. არ ვიფუჭებ განწყობას ამის გამო, ის უფრო მანაწყენებს, რაც ხდება ირგვლივ. გლობალური პრობლემის წინაშე ვდგავართ და ამას გააზრება სჭირდება. აქამდე სახლში ამ დოზით ყოფნის ბედნიერება არ გვქონია. უსაზღვროა აქტივობები, რისი კეთებაც ამ დროს შეიძლება.

 

- გვაძლევენ რეკომენდაციას, რომ ვისეირნოთ ისეთ პარკებსა და სკვერებში, სადაც ხალხმრავლობა არ არის, გადიხართ გარეთ?

 

- გუშინ ვაპირებდი ბავშვების გაყვანას, მაგრამ რომ ვნახე, რა ხდებოდა კუს ტბასა და ლისის ტბაზე, თავი შევიკავე. აივანზე ვატ

არებთ დროს, ყვავილები დავრგეთ, ჩვენს სახლსაც აქვს კარგი ეზო და რასაც ვუყურებ, აქაც არ შეინიშნება ხალხმრავლობა და აქაც შეიძლება გასეირნება.

 

- ძიძა მოდის ისევ თქვენთან?

 

- ამ ეტაპზე არ არის ჩვენთან ერთად. ვუთხარი, თუ ძალიან გამიჭირდა, ჩემი მანქანით მოგიყვან-თქო, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც არაა უსაფრთხო. მაგრამ ჯერჯერობით ამის საჭიროება არ დამდგარა. რამდენიმე დღეა ბავშვებთან ვარ მარტო და მშვენივრად ვგრძნობთ თავს. ჩემი დები მოდიან ხოლმე შვილებთან ერთად, ვიცი ისინი, სადაც მოძრაობენ და არ გვეშინია ერთმანეთთან სტუმრობის. ამით თანატოლებთან კონტაქტის დეფიციტიც არ აქვთ ბავშვებს, ერთად თამაშობენ და ერთობიან. დედისერთა ბავშვებს უფრო აქვთ ეს დეფიციტი და პრობლემა.

 

 სკოლის საკითხი როგორ არის საბასთან? დაიწყეთ ონლაინ - გაკვეთილები?

 

- ჯერჯერობით დავალებები გვეგზავნება, ერთხელ ჰქონდათ ჩართვა, მაგრამ ოჯახის საქმეებმა ისე შემიყოლა, რომ ვერ მოვახერხეთ მონაწილეობის მიღება, მაგრამ შემდეგს არაფრით არ გამოვაკლდებით. სამსახურიდან ისეთი დაღლილი მოვდიოდი, ვერასდროს ვახერხებდი გვერდით დავჯდომოდი ბავშვს და ახლა უკვე ამის საშუალება რომ მექნება, მომწონს. რა თქმა უნდა, ახლაც ვიღლები, მაგრამ ერთმანეთისთვის უფრო მეტი დრო გვაქვს. აი, ახლაც ცალი ხელით სადილს ვამზადებ... ვამბობ, ამასობაში მაგარი კულინარიც დავდგები-თქო, მე ხომ ზოგადად არ მეხერხება საჭმელების გაკეთება, თუ ბავშვებისთვის განკუთვნილ კერძებს არ ჩავთვლით. ზოგადად, ამ პროცესის დიდი მოყვარული არ ვიყავი, მაგრამ ახლა და ახლა ვატყობ, რომ ვეუფლები კულინარიას, ცალ ხელში ტელეფონი მიჭირავს და ვეკითხები კომპეტენტურ პირებს, ამის შემდეგ რა ვქნა, იმის შემდეგ როგორ... და ა.შ. ზოგადად ასეთ ვითარებაში, მნიშვნელოვანია ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყოს მდგრადი და ყველაფერში ვიპოვოთ დადებითი მხარე, არ შეიძლება სასოწარკვეთილებას მივეცეთ. როცა შეშფოთებული ხარ, წუწუნებ, მარტივად გერევა ყველაფერი, ამიტომ ჯობს პოზიტივი დავინახოთ და კიდევ ერთხელ გავუმეოროთ ყველას, დარჩით სახლში! რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ პრობლემასთან ბრძოლას. ბოდიალით და სტუმრობებით გავზრდით დაინფიცირებულთა რიცხვს და ძალინ ცუდ შედეგს მივიღებთ. თქვენი მეშვეობითაც ვთხოვ ყველას, დარჩნენ სახლში! სახლშიც ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. კიდევ გავიმეორებ, ბავშვებთან ურთიერთობის და ყველაფრის კეთების დეფიციტი რომ გვქონდა, ახლა მშვენიერი დროა ამის ასანაზღაურებლად. გამოიყენეთ ეს დრო და დატკბით ოჯახში ყოფნით.

 

ციცი ომანიძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი