logo_geo
COVID-19-ის დასადგენი სწრაფი ტესტები თბილისში ჩამოიტანეს
- +

25 მარტი. 2020. 22:15

 

 

კორონა ვირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი სწრაფი ტესტები უკვე თბილისშია.

 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Facebook- ის პირად გვერდზე ჩინეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ავრცელებს.

 

„სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონა ვირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია“, - აღნიშნავს კალანდია.

 

 

big_banner
არქივი