logo_geo
პაატა იმნაძე: ერიდეთ მეგობრებს!
- +

25 მარტი. 2020. 22:21

 

 

„ახლო კონტაქტები მაქსიმალურად უნდა შევამციროთ, სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება“– ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევები ძირითადად ოჯახურ ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერებია.

 

 

„გუშინ ვუყურე, ჩვენ მეგობრებთან ერთად ვსეირნობთო და უცხოებს არ ველაპარაკებითო. სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება, რადგანაც დღეს ჩვენ საქართველოში რაც გვაქვს შემთხვევები, ძირითადად, ეს არის ან ოჯახური კლასტერები, ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები. ძალიან გთხოვთ, ყველამ სწორად გამიგეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ, მაგრამ თვითიზოლაციაში როცა არის ადამიანი, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი. თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახის წევრებს შორისაც, ახლობლებს შორისაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს არ უნდა დაველაპარაკოთ, მაგრამ მანძილი რომ დავიცვათ ლაპარაკის დროსაც, ძალიან კარგი იქნება. ღია სივრცეში ეს უნდა იყოს მინიმუმ მეტრნახევარი, დახურულ სივრცეში, მინიმუმ, 2 მეტრი”, – განაცხადა იმნაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი