logo_geo
ლევან დავითაშვილი და ირაკლი აბუსერიძე მოხალისეთა ჯგუფს შეუერთდნენ
- +

25 მარტი. 2020. 23:47

 

 

თბილისის საკრებულოს ისნის რიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან დავითაშვილი, ამავე რაიონის პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი აბუსერიძესთან ერთად, მოხალისეთა ჯგუფს შეუერთდა.

მოხალისეთა ჯგუფი ხანდაზმული და რისკის ჯგუფში მყოფი მოქალაქეებისთვის საკვების საცხოვრებელ მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს.

,, დღეს, ჩვენი ქვეყანა გლობალური გამოწვევის წინაშე დგას და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. ჩართულია ყველა რგოლი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ჩემთვის, როგორც ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატისთვის და ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ხასიათის აქციაში მონაწილეობა. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა დავეხმაროთ რისკის ჯგუფში მყოფ მოქალაქეებს და ისინი პროდუქტებითა და მედიკამენტებით ვუზრუნველყოთ. კამპანიის მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას და პროცესში მონაწილე ყველა მოხალისეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, დარჩნენ სახლში და გაითვალისწინონ ხელისუფლების რეკომენდაციები"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი