„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ უერთდება ბიზნეს ასოციაციის მიერ წამოწყებულ ბიზნეს სოლიდარობას და „COVID 19"-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოწყებულ აქციაში ერთვება.
კომპანიამ 300 000 ლარი გადარიცხა ანგარიშზე, რომელიც მიემართება სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე - დანიშნულებით #StopCov ფონდი.
„ვიმედოვნებთ რომ ასეთი სოლიდარობით და თანადგომით, სადაც თითოეულ ჩვენგანს ეცოდინება, სად დგას, რას აკეთებს და რისთვის, ჩვენ შევძლებთ პრობლემებთან გამკლავებას“, - აცხადებენ „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“.