logo_geo
მარნეულიდან თბილისში გადაყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
- +

26 მარტი. 2020. 12:14

 

 

მარნეულიდან თბილისში გადაყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

"ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. რომ შემოვიდა იყო კრიტიკულად მძიმე და ამ წუთში ითვლება, რომ არის საშუალო სიმძიმის. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. გუშინ აღებული ტესტის პასუხი უარყოფითია",-აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი