logo_geo
გიორგი გრიგოლია: ჩვენ არც ისე შორს ვდგავართ წამლისა და ვაქცინისგან, ალბათ არა უმეტეს რამდენიმე კვირა გვაშორებს
- +

26 მარტი. 2020. 12:29

 

 

ჩვენ არც ისე შორს ვდგავართ წამლისა და ვაქცინისგან, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ ჩართვისას მიუნხენის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მიუნხენის ერთ-ერთი კლინიკის უფროსმა ქირურგმა, პროფესორმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ვაქცინის შესაქმნელად ტუბინგენის უნივერსიტეტში ერთ-ერთი მეცნიერი აქტიურად მუშაობს და სავარაუდოდ, ვაქცინა სექტემბრისთვის იქნება.

 

„ჩვენ არც ისე შორს ვდგავართ წამლისა და ვაქცინისგან, ალბათ არა უმეტეს რამდენიმე თვე გვაშორებს. შეიძლებას კვირებიც. ვაქცინასთან დაკავშირებით შემდეგი მოსაზრებაა: კურავაქიე,  ტუბინგენში ძალიან ინტენსიურად მოღვაწეობს ვაქცინის შესაქმნელად. რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში იქნება. თუმცა, შეიძლება გაცილებით ადრე იყოს“, - დასძინა გიორგი გრიგოლიამ.

 

ამასთან, კორონავირუსის გამოწვევებზე საუბრისას მიუნხენში მოღვაწე ქართველი პროფესორი მედპერსონალის კარანტინის რეჟიმში ყოფნის აუცილებლობის საკითხსაც შეეხო.

 

„მედპერსონალი ნებსით თუ უნებლიედ შეიძლება აღმოჩნდეს დაავადების გამავრცელებელი, ან თავად დაავადებული. მიმაჩნია, რომ მედპერსონალი კარანტინის სიტუაციაში უნდა გადავიდეს და ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდეს ან საავადმყოფოს შენობაში ან საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრიგადა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში იმუშავებს, ის ბრიგადაც უნდა დაიყოს დღის და საღამოს მონაკვეთებად და უნდა არსებობდეს ბრიგადა, რომელიც ორი კვირის შემდეგ შეცვლის ამ პირველ ბრიგადას“, - განაცხად გრიგოლიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი