logo_geo
ეკა უბერი: სამწუხაროდ უკვე თვენახევრის ასაკში დაინფიცირების შემთხვევაც მოიძებნება
- +

26 მარტი. 2020. 12:31

 

 

მთელ რიგ კორონა ვირუსებს ადამიანში შეუძლიათ რესპირაციული დაავადებების გამოწვევა - ჩვეულებრივი გაციებიდან გაცილებით უფრო სერიოზული გართულებების ჩათვლით, - ამის შესახებ პედიატრმა ეკა უბერმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელება საკმაოდ მაღალია, უფრო ნაკლებია, ვიდრე წითელას ვირუსის შემთხვევაში, თუმცა უფრო მეტია გრიპის ვირუსთან მიმართებაში.

 

კითხვაზე, თუ არსებობს მსოფლიოში სტატისტიკური მონაცემები, რამდენი ბავშვი დაინფიცირდა კორონა ვირუსით და ძირითადად რა ასაკობრივი კატერია ჭარბობს, პედიატრმა ასე უპასუხა:

 

„თებერვლის შუა რიცხვებამდე ითვლებოდა, რომ 9 წლამდე ასაკის ბავშვებს კორონავირუსი არ ემართებოდათ, თუმცა, სამწუხაროდ, გამოჩნდა ინფიცირებულთა ჯგუფი, რომლებიც 9 წლამდე ასაკშია და მეტიც, თვე ნახევრის ასაკში დაინფიცირების შემთხვევაც მოიძებნება. თუმცა დამაიმედებელი სტატისტიკაც არსებობს: გადამდებიანობის თვალსაზრისით მხოლოდ 34%-ში დაფიქსირდა, მიუხედავად ინფიცირებულ ადამიანებთან ბავშვების კონტაქტისა, ლეტალური გამოსავალი პრაქტიკულად არ ყოფილა“, - აღნიშნა უბერმა.

 

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ მიმდინარეობს ბავშვებში კორონავირუსი შედარებით მსუბუქად. „ითვლება, რომ უმრავლეს შემთხვევაში ბავშვებს უფრო ჯანსაღი ფილტვები აქვთ, ვიდრე მოზრდილებს და კიდევ არის ერთი ასეთი მოსაზრება, რომ ბავშვები უფრო ხშირად ავადობენ ჩვეულებრივი სხვა კორონა ვირუსით, რომელიც შეიძლება იყოს ჩვეულებრივი გაციების ფორმით წარმოდგენილი, შესაბამისად, ორგანიზმში სავარაუდოდ ვითარდება ჯვარედინი იმუნიტეტი, რაც იცავს ორგანიზმს მძიმე კლინიკური გამოვლენისგან“, - განმარტა პედიატრმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი