logo_geo
გერმანიაში მოღვაწე ქართველი პროფესორი: სწრაფი ტესტირებით ჩატარებული ყოველი მესამე ტესტი არასანდოა
- +

26 მარტი. 2020. 12:33

 

 

სწრაფი ტესტირებით ჩატარებული ყოველი მესამე ტესტი არასანდოა. პაციენტების 30% არასწორად დიაგნოსტირებული იქნება, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ ჩართვისას მიუნხენის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მიუნხენის ერთ-ერთი კლინიკის უფროსმა ქირურგმა, პროფესორმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომელმაც სისხლში ანტისხეულების განმსაზღვრელი სწრაფი ტესტების სანდოობაზე ისაუბრა.

 

 

მისივე თქმით, ამ ტესტებით პაციენტთა ტესტირება კორონა ვირუსზე, მათი ინფიცირებიდან მეოთხედან მეთერთმეტე დღემდე, სანდოობა მხოლოდ 70%-ს არ აღემატება.

 

 

„ანტისხეულების მიხედვით ჩატარებული სწრაფი ტესტირება, რომელიც კეთდება ერთ-ორ წვეთ სისხლში, ეს მეთოდი გერმანიაში, ავსტრიაში, ასევე დასავლეთ ევროპის ეპიდცენტრში მიჩნეულია როგორც არასანდო სადიაგნოსტიკო საშუალება. ინფიცირებიდან მეოთხედან მეთერთმეტე დღემდე მისი სანდომიანობა 70%-ს არ აღემატება. ანუ ყოველი მესამე ჩატარებული ტესტი არასანდოა. 30% პაციენტებისა არასწორად დიაგნოსტირებული იქნება. თუკი საქმე ეხება PCR მეთოდით გამოკვლეულ სწრაფ ტესტებს, ასეთი პრობლემა არ გვიდგას. პრობლემა დგას, მხოლოდ და მხოლოდ როდესაც ამ სწრაფ ტესტებზე ვსაუბრობთ, რომლებიც განსაზღვრავენ ანტისხეულების რეაქციას სისხლში იმუნოგლობულინების მომატებით“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი