logo_geo
„ჯორჯიან მანგანეზმა“ COVID19-ის გამო, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში კვების რაციონში ცვლილებები შეიტანა
- +

26 მარტი. 2020. 14:43

 

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების შესაბამისად, რომლის თანახმადაც საგანგებო მდგომარეობის ვადით საზოგადოებრივი კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის გატანის მომსახურებით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე არსებული სასადილოების სამუშაო რეჟიმსა და კვების რაციონში ცვლილებები შეიტანა და ქარხნის დასაქმებულებს დროებით განსხვავებული საკვები ულუფებით ამარაგებს.

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ სრულად იზიარებს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შექმნილ მდგომარეობას და ასრულებს იმ რეკომენდაციებს, რასაც, ერთი მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მეორე მხრივ კი, საქართველოს მთავრობა იძლევა.

 

„პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ და ჩვენ მიერ გატარებულ პრევენციის სხვა ღონისძიებებთან ერთობლიობაში, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ქარხანაში დასაქმებულები მათთვის განკუთვნილ სპეციალურ მშრალ ულუფას მიიღებენ“, - განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, მისი ოპერირების ქვეშ არსებულ ყველა საწარმოში არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი