logo_geo
ექიმი COVID-19-ზე: არ არის მკვლელი ვირუსი
- +

26 მარტი. 2020. 20:23

 

 

 

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კორონა ვირუსთან დაკავშირებით პანიკის ატეხვა და შიშის განწყობა ნიშნავს იმას, რომ დეპრესიულ ფონზე ორგანიზმი უფრო დუნე ხდება.

 

ექიმის განმარტებით, COVID-19 არ არის მკვლელი ვირუსი და 80% კლინიკური ფორმით მიმდინარეობს. მისივე თქმით, პაციენტების მხოლოდ 3%-ი იმყოფება ინტენსიურ განყოფილებაში.

 

"რაც კაცობრიობა გაჩნდა სულ არსებობდა მიკროორგანიზმი, სულ არსებობდა დაავადება. პანიკის ატეხვა და შიშის განწყობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში ნიშნავს, იმას რომ ორგანიზმი უფრო მეტად ხდება დუნე და დეპრესიული. ამიტომ ამ ორგანიზმს ბრძოლის უნარი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე მაინცდამაინც ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ვირუსი მკვლელია, ნამდვილად არ არის ასე, იმიტომ რომ 80% დღევანდელი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მოწოდების მიხედვით არის ა კლინიკური ფორმა, ისე გაივლის ეს ყველაფერი, რომ მოსახდელი დაავადებაც კი შეიძლება დავარქვათ. კორონავირუსი არის ინფექცია, რომელიც კაცობრიობამ უნდა მოიხადოს, 80% კლინიკური ფორმით მიმდინარეობს, მხოლოდ და მხოლოდ 17%-ია მსუბუქი და საშუალო, 3 %-ია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტები", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს რატიანმა.

 

ცნობისთვის, კორონავირუსი გასული წლის დეკემბერში ჩინეთში, კერძოდ კი უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. ვირუსის გავრცელებიდან რამდენიმე თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა და COVID-19-გავრცელების დინამიკას საგანგაშო უწოდა. ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 460 ათას გასცდა, გარდაცვლილია 18 ათასზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება ევროპას, იტალიაში ვირუსის გავრცელების ტემპი კვლავ უკონტროლოა, ასევე მძიმე ვითარებაა ესპანეთში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი