logo_geo
ინტერნეტსივრცე პანდემიის ფონზე: გამოწვევები და საფრთხეები
- +

26 მარტი. 2020. 21:36

 

 

რა როლს ასრულებს საგანგებო ვითარებაში ინტერნეტი - ამ საკითხზე „დღის ქრონიკის“ ეთერში ლაშა პატარაიამ ისაუბრა.

 

 

კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა განმარტა, რომ პანდემიის ფონზე ყველა სამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების საკომუნიკაციო ბაზად ინტერნეტი იქცა, რაც გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული.

 

„დღეს ყველაფერმა გადაინაცვლა ინტერნეტ სივრცეში იმ დოზით, რა დოზითაც ასე მალე ამას არავინ ელოდა. აღსანიშნავია რამდენიმე საფრთხე: ერთი ის, რომ სამთავრობო კომუნიკაციები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების, დღეს გადადის ვიდეოკომფერენციების რეჟიმში, რაც განსაკუთრებით მომხიბვლელია სპეცსამსახურებისთვისა და ჰაკერებისთვის. ეს ნიშნავს, რომ საფრთხეები ინფორმაციის გავრცელების, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სახელმწიფო საიდუმლოებას და მსგავს სენსიტიურ თემებს, უფრო მაღალია. გამომდინარე იქედან, რომ მომხმარებლები გადადიან ონლაინ რეჟიმში ასევე და გაიზრდება ელექტრონული კომერციის ტრანზაქციები, ესეც შექმნის კონკრეტულ საფრთხეებს თითოეული მომხმარებლისთვის“ - განმარტა პატარაიამ.

 

კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა ასევე ისაუბრა დეზინფორმაციულ კამპანიებზეც, რომლებიც პანიკისა და დესტასაბილიზაციის დათესვის მიზნით, ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მომძლავრდა.

 

„ერთ-ერთი დიდი საფრთხე რომელიც ასევე არსებობს, არის დეზინფორმაციის კამპანიები, რომელსაც მომხმარებლები მათდა უნებურად ჰყვებიან. გარკვეული ქვეყნის სპეცსამსახურები აქტიურად არიან დაინტერესებული, რომ გაავრცელონ დეზინფორმაცია და ისარგებლონ ამ სიტუაციით ეს ეხება ძირითადად ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და მათ სპეცსამსახურებს, რომლებიც არა მარტო ჩვენთან არამედ დასავლეთშიც, აშშ-იც ავრცელებენ სერიოზულ კამპანიებს, რადგან დესტაბილიზაცია და პანიკის დათესვა შედის მათ ინტერესებში“ - განმარტა პატარაიამ.

 

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი გვირჩევს, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ სოციალური ქსელების საშუალებით მიღებული შეტყობინებები, რადგან განსაკუთრებულად სწორედ ამ ნაწილში მომძლავრდა კიბერმავნებლობა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი