logo_geo
როგორ უნდა მოიქცევს მრევლი ზეგ, მიცვალებულთა შაბათს – მამა შალვა მრევლს მიმართავს
- +

27 მარტი. 2020. 02:04

 

 

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა შალვა კეკელია მიცვალებულთა დღესთან დაკავშირებით მრევლს თხოვნით მიმართავს.

 

 

მისი თქმით, აუცილებელი არ არის, ამ დღეს საკურთხი ეკლესიაში მიიტანონ.

 

 

„შაბათს მიცვალებულთა დღე უწევს. მრევლთან რამდნიმე თხოვნა მექნება. საკურთხის, საჭმლის მოტანა არ გინდათ. რადგან ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს.

 

 

არიან მარტოხელა მოხუცები, მრავალშვილიანი ოჯახები და თუ თქვენი მიცვალებულისთვის სიკეთის გაკეთება გინდათ, საჭმლის მოტანა აუცილებელი არ არის, მათ დაურიგეთ.

 

 

ვისაც გინდათ, რომ ეკლესიას თანხა შეწიროთ, შეგიძლიათ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს გაუგზავნოთ. მათ ძალიან უჭირთ. ბევრი მათგანი სამსახურის გარეშე დარჩა. საშუალება არ აქვთ.

 

 

ძალიან გთხოვთ, ეს თანხა მათ გაუგზავნეთ. ლოცვა-კურთხევა აქვს ჩვენს მრევლს. ამ საკურთხის მოტანა არ გინდათ, განსაკუთრებით ამ პერიოდში. გაუნაწილეთ მეზობლებს და მათ, ვისაც უჭირს,“ – აცხადებს მამა შალვა კეკელია.

 

 

big_banner
არქივი