logo_geo
34 წლის იტალიელმა ექთანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც COVID-19 დაუდგინდა
- +

27 მარტი. 2020. 03:09

 

 

34 წლის იტალიელმა ექთანმა, დანიელა ტრეზიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც გაიგო, რომ მას ახალი კორონავირუსი ჰქონდა. მას ეშინოდა ვირუსით სხვებიც არ დაენფიცირებინა. ინფორმაციას daily mail ავრცელებს.

 

 

 

დანიელა ტრეზი ლომბარდიის რეგიონში მდებარე საავადმყოფოში მუშაობდა. იტალიის ეს რეგიონი კორონავირუსით ყველაზე მეტადაა დაზარალებული.

 

 

 

იტალიის ექთნების ნაციონალურმა ფედერაციამ მისი სიკვდილი გუშინ საღამოს დაადასტურა და მწუხარება გამოხატა.

 

 

 

ფედერაციის თქმით, დანიელა მძიმე სტრესს განიცდიდა. მას ეშინოდა შემთხვევით ვირუსის გამავრცელებელი არ გამხდარიყო მაშინ, როცა ის კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციის კონტროლქვეშ აყვანას თავად ცდილობდა.

 

 

 

იტალიის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსით 5,760 მედიცინის მუშაკია ინფიცირებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი