logo_geo
მამაკაცი, რომელიც კარანტინიდან სათევზაოდ გაიპარა, ნიანგმა შეჭამა
- +

27 მარტი. 2020. 20:01

 

 

რუანდაში მამაკაცი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინი დაარღვია და სათევზაოდ წავიდა, ნიანგმა შეჭამა.

 

 

ამის შესახებ ინფორმაცია BBC-ის ამ აფრიკული ქვეყნის სამხრეთ პროვინციაში მდებარე ქალაქ კამონის მერმა, ალისა კაიიტესიმ მიაწოდა. ტრაგიკული შემთხვევა 25 მარტის დილას მდინარე ნიაბარონგოსთან მოხდა.

 

 

"ის სახლიდან გაიპარა და იმ რამდენიმე ადამიანს შორის აღმოჩნდა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილა", - განაცხადა კაიიტესიმ.

 

 

ხელისუფლებამ რუანდაში საყოველთაო კარანტინი 22 მარტს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო გამოაცხადა. ამ დროისთვის იქ COVID-19-ით დაავადების 41 შემთხვევაა რეგისტრირებული, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია..

 

 

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. დაავადების ადრეული სიმპტომები სიცხე, მშრალი ხველება და გართულებული სუნთქვაა. საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდეა, მაგრამ დაფიქსირებულია 27-დღიანი ვადაც, რაც ვირუსთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

 

 

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის ინფიცირების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ კორეაშიც, სადაც ექიმებმა მოსახლეობის მასობრივი ტესტირების საშუალებით კორონავირუსის გავრცელების შეჩერება შეძლეს. მოცემული დროისთვის პანდემიის მთავარი კერა იტალიაშია. იქ უკვე ორჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ჩინეთში, დაავადებულთა რაოდენობა კი ამ ქვეყნის მაჩვენებლებს გაუთანაბრდა. ინფიცირებულთა რიცხვი დიდია ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, გერმანიაში, ირანსა და საფრანგეთში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი