logo_geo
ზურაბ გურული: შესაძლოა, უმადურ საქმეს ვაკეთებდე ახლა
- +

27 მარტი. 2020. 22:45

 

 

"შესაძლოა, უმადურ საქმეს ვაკეთებდე ახლა, მაგრამ ვთვლი, რომ აპრილის ბოლოს, მაისის შუა რიცხვებისთვის უკვე კონტროლს უნდა დაექვემდებაროს ეს ვირუსი ყველგან, - ამის შესახებ აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორმა, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გურულმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, როგორც კი დალაგდება ლოგისტიკური საკითხები, ეს იქნება უზარმაზარი ფსიქოლოგიური სტიმული ექიმებისთვის და ზოგადად ჯანდაცვის სისტემისთვის.

 

 

"ახლა წინაპანიკურ სიტუაციაშია ჯანდაცვის სისტემა ყველგან, ამერიკაშიც და სხვაგანაც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ფსიქოლოგიურ, მორალურ განწყობას ამ ვირუსთან საბრძოლველად. გარდა ლოგისტიკური საკითხებისა, მალარიის საწინაღმდეგო პრეპარატი მიღებულია უკვე მთავარ საყრდენ წერტილად მკურნალობაში, ეს წამალი უკვე ფართოდ მისაწვდომი ხდება ამერიკაში დაინფიცირებული მოსახლეობისთვის. ნელ-ნელა ლაგდება სწრაფი და მასობრივი ტესტირების საკითხი. ჯერჯერობით ამერიკაში ისევ ოთხი-ხუთი დღეა ამერიკაში ტესტის პასუხის მიღების დრო და ეს საკმაოდ ართულებს საქმეს, თუმცა ნელ-ნელა მოგვარდება ლოჯისტიკური საკითხები“ - განაცხად ზურაბ გურულმა.

 

 

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 519 899-ს მიაღწია, დაღუპულთა რიცხვმა კი 23 580-ს გადააჭარბა.

 

 

 ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია.

 

 

თავდაპირველად კი ვირუსი ჩინეთში პნევმონიის სახით 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

 

big_banner
არქივი