logo_geo
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში...
- +

28 მარტი. 2020. 12:16

 

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“. დადგენილების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, რომელსაც მინიჭებული აქვს უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდება ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდება, დაკავებული თანამდებობის მიუხედავად, უფლებამოსილი იქნება, ატაროს სამსახურეობრივ-საშტატო იარაღი.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით, სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება დამოკიდებული აღარ იქნება მხოლოდ თანამდებობაზე, რაც თავდაცვის სისტემის მაღალი რანგის ოფიცრებს ამ თვალსაზრისით ათანაბრებს სხვა უწყებების (იგივე წოდების მქონე) თანამშრომლებთან.

 

big_banner
არქივი