logo_geo
როგორ დაიბრუნა საქართველომ "ჯვარი ვაზისა"
- +

29 მარტი. 2020. 01:31

 

 

 

წმინდა ნინოს "ჯვარი ვაზისას", რომელიც დღეს თბილისის სიონის ტაძარშია დასვენებული, მე-18 საუკუნეში ჩასმული ვერცხლის პერანგითა და ვერცხლის კიდობანში ჩასვენებული, მორწმუნეთათვის წელიწადში ორჯერ, 27 იანვარსა და 1 ივნისს, ნინოობას გამოაბრძანებენ.

 

 

წმინდა ნინოს ჯვართან დაკავშირებთი არაერთი ლეგენდა, თუ გადმოცემა არსებობს. ჯვარი მრავალჯერ ყოფილა გადატანილი ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში, სწორედ ამ დროს დაზიანდა ჯვრის ფრთები. ლეგენდის თანახმად, წმინდა ნინო ჯერ კიდევ 12 წლისა იყო, როცა თავის აღმზრდელისგან, ღვთისმოშიშ სარა ბეთლემელისგან შეიტყო, რომ საქართველოში ინახებოდა მაცხოვრის კვართი.

 

 

ღვთისმშობელს გამუდმებით ევედრებოდა, რომ მისთვის ეჩვენებინა ეს სასწაული. ღვთისმშობელმა შეისმინა ნინოს ვედრება, ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში გამოაგზავნა და თან ჯვარი ვაზისა გამოატანა, რომელსაც უცხო ქვეყანაში წამოსული ქალწული უნდა დაეცვა.

 

 

მე-10 საუკუნით დათარიღებული "მოქცევაია ქართლისაიში" კი ნათქვმია, რომ მცხეთაში ჩამოსულ წმინდა ნინოს, რომელიც სამი წლის განმავლობაში ლოცულობდა მაყვლოვანში, სწორედ ამ დროს შექმნა თავის ხელით "სახე ჯვრისაი ნასხლევისაი" და თავისი თმით შეკრა.

 

 

"მით იქმოდა საკვირველებათა დიდითა, რამეთუ მან განკურნოს თვინიერ წამლისა, შეხებითა ჯუარისათა". მართლაც, როცა დედოფალი ნანა მძიმედ დასნეულდა იგი წმინდა ნინოსთან მიიყვანეს მაყვლოვანში. წმინდა ნინომ ჯერ ილოცა, შედეგ კი ჯვარი გადასახა დედოფალს, რომელიც მაშინვე განიკურნა. არსენ ბერის თხზულებაში "წმინდა ნინოს ცხოვრება" აღწერილია, რომ "წმინდა ნინოს იერუსალიმში ყოფნიასას ძილსა შინა გამოაცხადა ღვთისმშობელი და ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში თავის ხელით დამზადებული ჯარი გადასცა".

 

 

ამ ჯვრით მოაქცია წმინდა ნინომ ქრისტიანობაზე ქართლის სამეფო. სიკვდილის წინ კი ჯვარი ვაზისა მირიან მეფეს გადასცა. როდესაც მეფე მირიანმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მოიხმო მისი მემკვიდრე ბაქარი, მოატანინა "ჯვარი ვაზისა", რომელზედა თავისი გვირგვინი ჩამოკიდა. შემდეგ გვირგვინი მოხსნა ჯვრიდან, ბაქარს თავზე დაადგა და მეფედ აკურთხა.

 

მე-5 საუკუნეში წმინდა ნინოს ჯვარი საქართველოს აღმოსავლეთი პროვინციის რანის მმართველის მეუღლესთან წმინდა შუშანიკთან აღმოჩნდა, რომელმაც სიკვდილის წინ ჯვარი თავის მოძღვარს ანდრიას გადასცა მცხეთაში დასაბრუნებლად. მაგრამ ჯვარი ქალაბ ანის აღებამდე სომხეთში ინახებოდა. დავით აღმაშენებელს ჯვარი მცხეთაში დაუბრუნებია.

 

 

მე-11- მე-12 საუკუნეებში წმინდა ნინოს ჯვარი მცხეთის საკათედრო დაძარში იყო დასვენებელი, მეფე ვახტანგ მესამემ ჯვრისთვის სახატე გააკეთებინა, რომელზედაც აღბეჭდილია წმინდა ნინოს ცხოვრების ექვსი ეპიზოდი. შემდეგ საუკუნეებში, მტრის შემოსვების გამო, ჯვარი მთებში გახიზნეს, თავდაპირველად ინახებოდა ყაზბეგშიგ, წმინადა სამების ეკლესიაში, შემდეგ ანანურში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.

 

 

1749 წელს მიტროპოლიტ რომანოზს (ერისთავი) რუსეთში გზად მიმავალს ჯვარი მოსკოვში წაუღია და თავის დას, სეფე წულის ბაქარ ვახტანგის ძის მეუღლისთვის მიურთმევია. მეორე ვერსიით კი ჯვარი არჩილ მეფეს 1688 წელს გაუტანია

 

 

საქართველოდან. ჯვარი მოსკოვში ქართველთა სამეფო სასახლეში ინახებოდა. შედეგ სოფელ ლისკოვოში ვახტანგ მეექვის შთამომავალთან გიორგი ბატონიშვილთან, რომელსაც წმინდა ნინოს ჯვარი 1801 წელს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრესთვის უბოძებია, 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტის აღსანიშნავადა; იმპერატორის ბრძანებით ჯვარი საქართველოს გადაეცა. 1802 წელს ჯვარი საქართველოს სტეფანწმინდაში გადასცეს, ანანურის გავლით კი 1802 წლის 9 აპრილს თბილისში ჩამოაბრძანეს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი