logo_geo
გურჯაანში სტადიონზე შეკრებისთვის 11 მოქალაქე დააჯარიმეს
- +

29 მარტი. 2020. 22:02

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, საფეხბურთო სტადიონზე, 11 მოქალაქე დააჯარიმეს. თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით 3000 ლარის გადახდა მოუწევს.

 

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, მოქალაქეებმა პოლიციის მითითება არ გაითვალისწინეს.

 

 

 

„დილის 5 საათიდან ვართ გამოსულები და კარდაკარ დავდივართ. შევამოწმეთ სოფელ ველისციხის საკვირაო ბაზრობა. ყველას ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ წესების დაცვისკენ, რათა მდგომარეობა, რომელიც ამ წუთისთვის გვაქვს, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. სამწუხაროდ. არიან ადამიანები, რომლებიც სიტყვა პანდემიის მნიშვნელობას ვერ აღიქვამენ. პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, ამ ახალგაზრდებმა მაინც განაგრძეს თამაში, რის გამოც დაჯარიმდნენ“,- განაცხადა ხანდაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი