logo_geo
ლევან რატიანი: კლინიკაში გვყავს რამდენიმე ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, მართვადი
- +

30 მარტი. 2020. 12:29

 

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მის კლინიკაში მყოფი ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათთან მკურნალობს რამდენიმე ორსულიც, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია.

 

„გვყავს რამდენიმე ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი, ვინაიდან არცერთი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე. დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

 

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს, მისივე ინფორმაციით, სამი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

 

„ამ დღეებში გავაგზავნით განმეორებით ტესტებს, თუ მოვიდა ორჯერადად უარყოფითი პასუხი, რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას“, - განაცხადა რატიანმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი