logo_geo
საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქვეყანაში გადაადგილება იკრძალება
- +

30 მარტი. 2020. 17:40

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.

 

„საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი - 21: 00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი