logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: ბეცეჟეს ვაქცინა ზოგად იმუნიტეტს ნამდვილად აძლიერებს
- +

30 მარტი. 2020. 21:46

 

 

სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო მეცნიერების გუნდი ვარაუდობს, რომ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური იყოს.

 

 

 

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ე.წ. ბეცეჟეს აცრა, რომლის კვალი მკლავზე ბევრ ადამიანს აქვს, შესაძლოა მნიშვნელოვნად ამცირებდეს კორონავირუსით ინფიცირების რისკს.

 

 

 

საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს აცრები წლების განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად ტარდებოდა – მიიჩნევს სპეციალისტთა ერთი ნაწილი.

 

 

 

ქართველი ალერგოლოგი, ბიძინა კულუმგეგოვი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ ჰიპოთეზას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს, თუმცა ამას ზუსტი მეცნიერული მტკიცებულება სჭირდება.

 

 

 

მისივე თქმით, ბეცეჟეს აცრა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ყველა სამშობიაროში, პირველ 72 საათში უტარდება ახალშობილს.

 

 

 

„ამაზე წინასწარ პასუხი არავინ არ იცის, ეს არის ვარაუდის დონეზე, რომელსაც მეცნიერულად დამტკიცება, შედარება და ზუსტი მეცნიერული მტკიცებულება სჭირდება. ადრეულად ჩატარებული კვლევებით ბეცეჟეს (BCG)​ ვაქცინაცია ზოგად იმუნიტეტს ნამდვილად აყოჩაღებს, აძლიერებს და შესაძლოა ადამიანს ზოგადად ვირუსებთან საბრძოლველად გამოადგეს. მაგრამ კონკრეტულად კორონავირუსისგან იცავს თუ არა, ეს არავინ არ იცის. იმ ქვეყნებში, სადაც ეს აცრა ტარდება, მაგალითად ჩინეთში იქაც დაინფიცირდნენ ადამიანები. არ მგონია ჯერჯერობით ეს იყოს გადამწყვეტი მნიშვნელობის, მაგრამ მაინც გამოიკვლევა. ჯერჯერობით არის მხოლოდ ჰიპოთეზა, ვარაუდი, რომელსაც დამტკიცება სჭირდება. ამ ვარაუდს არსებობის უფლება, რა თქმა უნდა, აქვს, თუმცა ბევრი სხვა ვარაუდიც არსებობს, მაგალითად ის, რომ წნევის წამლებმა ხომ არ შეიძლება გაამძაფროს დაავადება, ეს არის ვარაუდები, რომელიც ალბათ გაირკვევა, მაგრამ ამას დრო სჭირდება “, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბიძინა კულუმბეგოვი.

 

 

 

ბოლო დღეებში, ბეცეჟეს ვაქცინის კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურ შედეგებზე დასავლური მედია აქტიურად წერს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი