logo_geo
როგორ ვესაუბროთ ბავშვებს კორონავირუსზე?
- +

1 აპრილი. 2020. 20:34

 

 

ყოველდღიურად ვიღებთ ახალ ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების შესახებ. ის მთელ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება და ყველა ძალიან ღელავს საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობაზე. ისეთ ვითარებაში, როდესაც კორონავირუსის შესახებ საუბრობენ ყველგან – მედიაში, ქუჩაში, მაღაზიაში, სახლში – ვერ მოვახდენთ ამ ინფორმაციებისგან ბავშვების იზოლირებას.

 

 

როგორია საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ავუხსნათ ბავშვებს, რა ხდება და როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან?

 

 

დაამშვიდეთ ბავშვი

 

 

„პირველ რიგში, ბავშვი უნდა დავამშვიდოთ და ვუთხრათ მას, რომ ეს ვირუსი არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი გაციებისგან“,- აცხადებს BBC-ისთან ინტერვიუში ოჯახის ექიმი პუნამ კრიშანი.

 

 

 

პუნამ კრიშანს 6 წლის ვაჟი ჰყავს და ის მოგვიწოდებს, ბავშვებთან მაქსიმალურად გულახდილები ვიყოთ და ღიად ვესაუბროთ მათ კორონავირუსის შესახებ. ბავშვთა ფსიქოლოგის, რიჩარდ ვულფსონის თქმით, ბავშვს მისი ასაკის შესაბამისად უნდა ვესაუბროთ.

 

 

“პატარა ბავშვები, 6-7 წლის და უფრო პატარები, ძალიან დიდ ზეგავლენას განიცდიან უფროსებისგან და ისრუტავენ ყველაფერს, რასაც მათი თანდასწრებით საუბრობენ, განსაკუთრებით კი იმას, თუ რაზე საუბრობენ მშობლები. ბავშვი ასეთ ასაკში შეიძლება გაგონილისგან ძალიან შეშინდეს”,- აღნიშნავს ფსიქოლოგი.

 

 

„თქვენ არ იცით, რა მოხდება მომავალში, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ უთხრათ: ყველაფერი რიგზე იქნება, ყველა კარგად ვიქნებით. ვიღაც შეიძლება ავად გახდეს, მაგრამ ჩვენ არაფერი მოგვივა”,- ასეთ რჩევას იძლევა რიჩარდ ვულფსონი.

 

 

კონკრეტული ნაბიჯები

 

 

ვულფსონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით რა მოხდება, ჯობია, რომ ყველაფერს ოპტიმისტურად უყუროთ და არ ვიდარდოთ იმაზე, რაც შეიძლება საერთოდ არ მოხდეს.

 

 

„საქმე იმაში კი არ არის, რომ ბავშვი უბრალოდ დავამშვიდოთ, ასევე საჭიროა, რომ ესმოდეს, თუ რამდენი რამაა მასზე დამოკიდებულია”,- ამბობს ფსიქოლოგი.

 

 

ვულფსონის თქმით, ბავშვებს უნდა ვასწავლოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ დაინფიცირების რისკი შევამციროთ. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს იგრძნონ, რომ ვითარების გაკონტროლება შეუძლიათ და გააკეთონ რაღაც, რაც მათ და მათ მშობლებს ინფექციისგან დაიცავს.

 

ასწავლეთ ბავშვს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა

 

 

პატარა ბავშვები დიდ ცნობისმოყვარეობას ავლენენ, ყველაფრისკენ ხელები გაურბით ან პირში იდებენ ყველაფერს, რაც თვალში მოხვდებათ. გარდა ამისა, მათ უყვართ ერთმანეთში საჭმლის და სასმლის განაწილება. როდესაც საქმე ხელების დაბანას ეხება, ყველა ბავშვი ამას სწორად არ აკეთებს.

 

 

ეს ნიშნავს, რომ ისინი, როგორც წესი, ინფექციის პირველი გამავრცელებლები არიან, ხოლო მშობლების ვალია, ყველაზე პატარა ასაკიდანავე მიაჩვიონ ისინი პირადი ჰიგიენის წესების სწორ დაცვას.

 

 

ზოგ ბავშვს ავიწყდება ხელების გამშრალება დაბანის მერე, ან ზოგი სულაც არ ხმარობს საპონს – ახლა ზუსტად ის დროა, რომ აუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მათი ხელების გულმოდგინედ დაბანა მათი და ირგვლივ მყოფების ჯანმრთელობის დასაცავად.

 

 

როგორ ვესაუბროთ თინეიჯერებს?

 

 

მოზარდებთან, რომელთათვის მშობლების ავტორიტეტი, როგორც წესი, ნაკლებად მნიშვნელოვანია, საუბარი სხვაგვარად უნდა შედგეს. როგორც ცნობილია, თინეიჯერები მეტწილად ინფორმაციას საკუთარი მეგობრებისგან იღებენ და ნაკლებად უსმენენ მშობლებს.

 

 

„მათ ინფორმაციის მიღების საკუთარი არხები აქვთ, უფრო მეტად ენდობიან თანატოლებს, ვიდრე მშობლებს. ერთ-ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოზარდები გაცილებით რეალურად აფასებენ მოვლენებს. ძნელი სათქმელია 14 წლის მოზარდისთვის: ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება, ვინაიდან ის მოგიბრუნდებათ და გკითხავთ – შენ საიდან იცი? რატომ ხარ ასე დარწმუნებული?“,- ამბობს რიჩარდ ვულფსონი.

 

 

მოზარდებისთვის გაცილებით მტკიცე არგუმენტებია საჭირო. შესაძლოა, უნდა მოიძიოთ კვლევების მონაცემები, სტატისტიკა ინფექციის შესახებ, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ვაქცინის შემუშავება.

 

 

ფსიქოლოგის თქმით, მიუხედავად ბავშვის ასაკისა, მშობლებმა მისი ფქსიქოლოგიური კომფორტის შესახებ უნდა იზრუნოს.

 

 

“მიუხედავად ბავშვის ასაკისა, საჭიროა შევქმნათ ისეთი ატმოსფერო, სადაც ისინი ღიად შეძლებენ საუბარს საკუთარი წუხილის შესახებ”,- ამბობს ფსიქოლოგი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი