logo_geo
მეცნიერი: კორონავირუსი ქალებს კაცებზე უკეთ გადააქვთ
- +

1 აპრილი. 2020. 21:06

 

კორონავირუსი ქალებს უკეთ გადააქვთ, ვიდრე კაცებს. ამ დასკვნამდე ჰენრიხ პეტეს სახელობის ექსპერიმენტალური ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის ინსტიტუტის ექსპერტი მარკუს ალტფელდი მივიდა.

 

 

მეცნიერის მტკიცებით, ავადმყოფობის დაძლევაზე ბიოლოგიური ასპექტები ახდენს გავლენას. ისევე, როგორც აივ ინფექციის ან ჰეპატიტის შემთხვევაში, დაავადებაზე ქალისა და კაცის ორგანიზმი სხვადასხვაგვარად რეაგირებს.

 

 

კერძოდ, ქალის იმუნური სისტემა თავისი მგრძნობელობისა და აგრესიულობის წყალობით, ინფექციურ დაავადებებს უფრო ადვილად უმკლავდება. კაცის ორგანიზმში კი ქალური ჰორმონი ესტროგენი ნაკლები რაოდენობითაა, რომელიც იმუნურ რეაქციას აძლიერებს.

 

 

როგორც ალტფელდი განმარტავს, რაც უფრო მეტია ორგანიზმში ტესტოსტერონი, მით უფრო სუსტია იმუნური სისტემა. გარდა ამისა, ქალებს ორი X ქრომოსომა აქვთ, კაცებს- მხოლოდ ერთი. X ქრომოსომებში შემავალი გენები კი იმუნურ სისტემას არეგულირებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი