logo_geo
გიორგი გახარია: ეს არის ომი!
- +

1 აპრილი. 2020. 23:23

 

არანაირი საფუძველი რომ მშვიდად და თვითკმაყოფილები ვიყოთ არ გვაქვს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

 

 

„ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის ბრძოლა, ომი უხილავ მტერთან, რომელთანაც გამარჯვების არანაირი შანსი არა აქვს არცერთ სახელმწიფოს, თუ საზოგადოება არ გაერთიანდება.

 

 

 

რა თქმა უნდა გამოწვევები ბევრი გვქონია, ამასაც დავახწევთ თავს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რის ფასად, როგორ აისახება ეს ეკონომიკაზე.

 

 

 

მიზანი მარტივია, ჩვენ ყველამ ამ ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ და ამის ფასი უნდა იყოს მინიმალური ზიანი, როგორც ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი