logo_geo
„რუსთავი 2’’ არის საქართველოს დაუძინებელი მტერი!“
- +

23 ნოემბერი. 2016. 23:05


 

„რუსთავი 2''- ისთვის ძალიან დიდი პატივია ასეთ რანგში აყვანა ... „რუსთავი 2'", ისევე როგორც „იმედი" და ნაწილობრივ „პირველი არხი" სხვა დანარჩენ ე.წ . მეისრტიმ ქართული მედიის წარმომადგენლებთან ერთად , არის საქართველოს დაუძინებელი მტერი!",- ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა. როგორც ვასაძე აღნიშნავს, მასმედია უმკაცრესად უნდა გაკონტროლდეს.



„რუსთავი 2'' არის ერთ- ერთი ყველაზე უფრო ბნელი წარმომადგენელი იმ დეკადენსის , ქართული ეკლესიის აბუჩად აგდების, ეროვნული ტრადიციების შეურაცხყოფის საქმეში რაც ნიადაგ გვესმის! ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს! მასმედია უმკაცრესად უნდა გაკონტროლდეს ე.წ. უფლებადამცველები უნდა ვაჭყივლოთ და საქართველო ამ ჭინკების ე.წ. თავისუფლების რეიტინგებში უნდა ჩამოვაქვეითოთ! ეს უნდა გავაკეთოთ არა იმიტომ, რომ ფანატიკოსი დიქტატორები ვართ, არამედ იმიტომ, რომ სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის ყალბი დროშის ქვეშ დგანან. მყრალი ლიბერალები, რომლებიც ჩვენს ერს ანადგურებენ! ჩვენი ერი სწორედ ლიბერალური იდეოლოგიის წყალობით არის გადაშენების გზაზე! ყველაზე გარყვნილი, ყველაზე უსინდისო, ყველაზე ბინძური ადამიანები სატელევიზიო ეკრანებიდან გამუდმებით შხამავენ ჩვენს შვილებს, მთელ ქართველ ერს და მათი პარპაში უნდა აღიკვეთოს! ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს ამის განცხადებისა!", - განაცხადა ლევან ვასაძემ.


 

 

 

big_banner
არქივი