logo_geo
„ჯორჯიან მანგანეზი“ მედიის წარმომადგენლებს საქართველოში დამზადებულ მრავალჯერადი მოხმარების რესპირატორებს გადასცემს
- +

2 აპრილი. 2020. 18:44

 

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ მედიის წარმომადგენლებს სპეციალურად მათთვის საქართველოში დამზადებულ მრავალჯერადი მოხმარების რესპირატორებს გადასცემს.

 

კომპანია ქვეყნის წინაშე არსებულ რთულ გამოწვევას სრულად იაზრებს. მიგვაჩნია, რომ მედიას დღეს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ და ცდილობენ, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესახებ საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იყოს.

 

„ვაფასებთ ყველა იმ მედიის წარმომადგენლის საქმიანობას, რომელთაც ვირუსის უშუალო გავრცელების არეალში მუშაობა ხშირად უწევთ.

 

დარწმუნებული ვართ, რომ მედიასაშუალებების ხელმძღვანელები და ხელისუფლება დღეს აქტიურად ზრუნავენ ჟურნალისტების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. გვსურს, მათი საქმიანობის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენც გამოვხატოთ.

 

ამავდროულად, „ჯორჯიან მანგანეზი“ მადლობას უხდის ყველა იმ ჟურნალისტს, ვისაც ამ რთულ სიტუაციაში გააზრებული აქვს კომპანიის დღევანდელი როლი და მნიშვნელობა ქართულ ეკონომიკაში, აქტიურად აშუქებს ჩვენი დასაქმებული ათასობით მაღაროელისა თუ მეტალურგის საქმიანობას და აფასებს მათ შრომას.

 

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, კომპანიას არცერთ ეტაპზე საქმიანობა არ შეუჩერებია, შეუფერხებლად ქმნის იმ დოვლათს, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას როგორც არასდროს, ისე სჭირდება.

 

აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში პანდემიის გამოცხადების დღიდან „ჯორჯიან მანგანეზმა“ ქართული წარმოების რესპირატორები კომპანიის ყველა თანამშრომელს დაურიგა და დღეს დასაქმებულები საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მუშაობენ.

 

ვცდილობთ, შევინარჩუნოთ წარმოების უწყვეტი ციკლი, დავიცვათ ჩვენი დასაქმებულები, ქართული ეკონომიკა და სახელმწიფოს ინტერესები.

 

გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო მალე გაუმკლავდება ყველა იმ რთულ გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას“, - აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი.

 

მედიის წარმომადგენლები, ვისაც დღეს რესპირატორების გარეშე უწევთ მუშაობა და „ჯორჯიან მანგანეზის“ წინადადებით დაინტერესდნენ, უნდა დაგვიკავშირდნენ შემდეგ ნომრებზე:

+(995) 551 74 23 23

+(995) 555 934 934

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ გისურვებთ ჯანმრთელობას!

#ჩვენვმუშაობთშენთვის

#დარჩისახლში

#StopCovid19.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი