logo_geo
როდის განაახლებს „აგარის შაქარი“ წარმოებას - კომპანიის განმარტება
- +

4 აპრილი. 2020. 01:50

 

 

ხელისუფლება ისეთი ადგილობრივი წარმოებების დატვირთვას იწყებს, რომლებიც „ეფექტურობის კუთხით რამდენიმე წლის წინ აქტუალური არ იყო“. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მათ შორის, ერთ-ერთი არის „აგარის შაქარი“, რომელიც თითქმის წელიწადზე მეტია კონსერვაციაშია.

 

 

„ეკონომიკის სამინისტრომ უკვე წარმოადგინა და მთავრობის მიერ იყო მოწონებული მაგალითად, ისეთი ადგილობრივი წარმოების, როგორიც არის „აგარის შაქრის“ თავიდან ამუშავება, განახლება, რამეთუ, სრულიად შეცვლილია, როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების სტრუქტურა არამხოლოდ ჩვენს ეკონომიკაში, არამედ რეგიონშიც. ამიტომ, ისეთი წარმოებები, რომელიც მაგალითად, ეფექტურობის თვალსაზრისით რამდენიმე წლის წინ არ იყო აქტუალური, დღეს უკვე სულ სხვა დატვირთვას იძენს“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაზე საუბრობს „აგარის შაქრის“ დირექტორი ალხან ალიზადე. როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საწარმო მუშაობას დაახლოებით 2 თვეში დაიწყებს.

 

 

„მქონდა ხელისუფლებასთან კონსულტაციები და გადაწყდა, რომ ჩვენი ქარხანა მუშაობას 2 თვეში დაიწყებს. საწარმო ამუშავდება სრული დატვირთვით და ყველა თანამშრომელი ისევ დაუბრუნდება სამსახურსს“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ალიზადემ.

 

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში აგარაში მდებარე შაქრის გადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა რამდენჯერმე შეაჩერა. კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, მაშინ მიზეზად ის ფაქტი სახელდებოდა, რომ ქართული პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევდა.

 

 

ბოლოს ქარხანამ მუშაობა 2018 წლის 1-ელ ივნისს განაახლა. მაშინ ითქვა, რომ პროფკავშირებისა და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით, „აგარის შაქარსა“ და სახელმწიფოს შორის შეთანხმება შედგა, მაგრამ შეთანხმების დეტალებზე მაშინაც არავინ საუბრობდა. თუმცა მოგვინებით ქარხანამ მუშაობა ისევ შეწყვიტა. უკვე 2019 წლის მარტიდან კი საწარმოში დასაქმებული 500-მდე ადამიანს ხელმძღვანელობამ ხელშეკრულება შეუწყვიტა.

 

 

თუმცა ახლა ირკვევა, რომ „აგარის შაქარი“ წარმოებას ისევ დაიწყებს და როგორც კომპანიის ხელმძვანელი ალხან ალიზადე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი