logo_geo
14 ფოტო მათთვის, ვინც კომფორტულ სახლში თვითიზოლაციით იტანჯება – ჰონგ კონგის კოშმარული “ბინები”
- +

5 აპრილი. 2020. 03:04

 

 

თუ თქვენ კარანტინის ან თვითიზოლაციის გატარება საკუთარ ბინაში მაინც გიწევთ (რომ აღარაფერი ვთქვათ ეზოიან სახლებზე), სადაც ფანჯარა, აივანი, ინტერნეტი და საკაბელო ტელევიზია გაქვთ, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ იმ უამრავი ადამიანისგან განსხვავებით, ვისთვისაც თვითოზოლაცია შეიძლება ფსიქიკური აშლილობის ან ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობადაც კი იქცეს.

 

 

თითქმის 7.5 მილიონი მოსახლეობითა და ასათვისებლად დარჩენილი ძალიან ცოტა მიწით, ჰონგ კონგი უძრავი ქონების ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომ ბაზრად იქცა, შესაბამისად, პატარა გადატიხრული საწოლი ოთახები, ე.წ. კუბო-სივრცეები აქ საკმაოდ გავრცელებულია.

 

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ეს კოშმარული საცხოვრებელი ადგილები დაგმო და “ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა” უწოდა, მაგრამ “Society for Community”-ს ორგანიზაციის თანახმად, დაახლოებით 200 000 ადამიანისთვის, ეს მაინც ერთადერთი ალტერნატივაა.

 

 

“კუბო-სივრცეების” შესაქმნელად, ჩვეულებრივ, ბინები უკანონოდ იყოფა 15-120 კვადრატული ფუტის (დაახლოებით  1,5-12 მ²) “ბინებად”. 63 წლის ვონგ ტატ-მინგი, რომელსაც ფეხის  სკლეროზის გამო ტაქსის მართვის საშუალება აღარ აქვს, 18 კვადრატული ფუტის ოთახში ცხოვრობს, რომელშიც ყოველთვიურად $307 დოლარს იხდის.

 

 

“იმ დღეს სახლში მივედი და ვტიროდი”, – განუცხადა ფოტოგრაფმა ბენი ლამმა National Geographic-ს, სადაც ის მცირე ზომის ბინების გადაღების შთაბეჭდილებას აღწერდა. თავისი ფოტოსერიით, სახელწოდებით “ხაფანგში/Trapped”, ბენს სურდა აღებეჭდა შემაშფოთებელი ადგილობრივი საცხოვრებლები, რომლებიც ჰონგ კონგის გლამურული ნეონის შუქების მიღმა დგანან.

 

 

“თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ და იფიქროთ, რატომ უნდა ვიდარდოთ ამაზე,  რადგან ჰონგ კონგის მოსახლეობა ჩვენი ცხოვრების ნაწილი არ არის”. – დაწერა ლამმა  თავის ფეისბუქის გვერდზე. “ისინი ზუსტად ის ადამიანები არიან, ვისაც ყოველდღიურად ხვდებით თქვენს ცხოვრებაში: ისინი მიმტანებად გემსახურებიან იმ რესტორნებში, სადაც ჭამთ. ისინი დაცვის თანამშრომლები არიან იმ სავაჭრო ცენტრებში, სადაც დადიხართ ან დამლაგებლები და მიტანის სერვისის ბიჭები იმ ქუჩებში, სადაც გაივლით. მათსა და ჩვენს შორის ერთადერთი განსხვავება [ცხოვრების ხარისხია]. ეს არის ადამიანის ღირსების საკითხი”.

 

 

“საჭმლის კეთებიდან დაწყებული, ძილით დამთავრებული, ყველა აქტივობა ამ პატარა სახლებში მიმდინარეობს”, – განაცხადა ბენმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი