logo_geo
უხანში კატამ, რომლის პატრონებსაც კორონავირუსი ჰქონდათ, სახლში მარტომ 40 დღე გაატარა და იმშობიარა
- +

5 აპრილი. 2020. 03:18

 

 

 

ჩინეთის ქალაქ უხანში კატამ სახლში მარტომ 40 დღე გაატარა, კნუტები დაყარა და აკვარიუმის ბინადარი თევზები შეჭამა, მას შემდეგ რაც მისი კორონავირუსით ინფიცირებული პატრონები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანული ჯიშის კატის, ლე ლეს ოჯახის შვიდივე წევრს დიაგნოზი 25 იანვრამდე დაუსვეს. მაშინ ცხოველი ორსულობის ბოლო დღეებზე იყო, თუმცა ოჯახის უფროსს მასზე ზრუნვა არავისთვის უთხოვია, რადგან შიშობდა, რომ ბინაში შესვლის შედეგად ადამიანებიც დაინფიცირდებოდნენ.

 

 

შედეგად, ლე ლე მარტო დარჩა, მაგრამ წასვლამდე პატრონმა მას საკვების ორი ტომარა გაუხსნა, აკვარიუმში კი, რომელშიც თევზები და კუები ცხოვრობდნენ გაფილტრული წყალი იყო.

 

 

როცა სახლში ოჯახის პირველი გამოჯანმრთელებული წევრი დაბრუნდა, მან აღმოაჩინა, რომ ლე-ლეს 4 კნუტი ჰყავს და თავს მშვენივრად გრძნობს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი