logo_geo
დეკანოზი ანდრია: ვინც ფრთხილობს და ფიქრობს, რომ შეიძლება ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას - დარჩეს სახლში
- +

5 აპრილი. 2020. 22:13

 

 

“ადამიანები, რომლებიც სახლში დარჩებიან, ეს მათ სარწმუნოებისგან განდგომად ეს არ ჩაეთვლებათ, - ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ვინც ფრთხილობს და ფიქრობს, რომ შეიძლება ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში.

 

 

„როდესაც ასაკის, ან ჯანმრთელობის გამო რისკის ჯგუფშია ადამიანი, ვინც ფრთხილობს და ფიქრობს, რომ შეიძლება ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას - დარჩეს სახლში. ამ ადამიანებს არავინ არ უთვლის სარწმუნოებისგან განდგომად, თუ კი ის სახლში დარჩება. მასთან მოძღვარი მივა და იმ მსახურებას აღასრულებს მისთვის, რაც სჭირდება“ - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი