logo_geo
ახალგაზრდები „დედების ფონდის“ ბენეფიციარებს საკვებ პროდუქტებს უსასყიდლოდ აწვდიან
- +

6 აპრილი. 2020. 15:42

 

 

„დედების ფონდი“ რამდენიმე ახალგაზრდის შესახებ წერს, რომლებმაც ფონდში დარეგისტრირებულ ბენეფიციარებს საკვები მიუტანეს.

 

ფონდი გიორგი გულბათაშვილს, გიორგი ჭარაიას, ირაკლი ბენდელიანს, გიორგი კვარაცხელიას, უტა ელარჯიას, ნიკა ქათალანძეს საჯარო მადლობას უხდის.

 

„კიდევ რამდენიმე ოჯახი დღეს მშიერი არ დაიძინებს.

 

დღეს ამ ბიჭებმა ჩვენს ფონდში დარეგისტრირებულ ბენეფიციარებს თემქა-სანზონის ტერიტორიაზე, საკვები პროდუქტი მიუტანეს.

 

დღეს არაერთი ოჯახი გვწერდა, რამდენად გაბედნიერდნენ მათი შვილები.

 

უკვე მეორედ გაგვიწოდეს ამ ბიჭებმა დახმარების ხელი.

 

იცნობდეთ საოცარ ადამიანებს, საჯარო მადლობა გიორგი გულბათაშვილს, გიორგი ჭარაიას, ირაკლი ბენდელიანს, გიორგი კვარაცხელიას, უტა ელარჯიას, ნიკა ქათალანძეს.

 

ბავშვებს არ უნდა შიოდეთ.

 

იყავი შემდეგი შენ, იყავი მაგალითი.

 

გაიღე სიკეთე, რომელიც უკან ათასმაგად დაგიბრუნდება“, – აღნიშნულია „დედების ფონდის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი