logo_geo
როგორ ებრძოდნენ 45 წლის წინ ვერაგ ინფექციას
- +

6 აპრილი. 2020. 19:27

 

 

89 წლის ექიმი პედიატრ-ფტიზიატრი ნათელა თოდუა, რომელიც წლების განმავლობაში გაგრაში ტუბდისპანსერის მთავარ ექიმად მუშაობდა, „პრაიმთაიმთან” იხსენებს, რომ დაახლოებით 40-45 წლის წინ ტუბერკულიოზს ინტენსიურად ებრძოდნენ.

 

 

 

„გაგრის მთავარ საავადმყოფოში, სადაც იყო როგორც ამბულატორული ასევე სტაციონარული განყოფილება, სულ 45 საწოლი გვქონდა. გვყავდა სხვადასხვა ეროვნების პაციენტები: ადგილობრივი აფხაზები, ბერძნები, სომხები და ლიტველი პაციენტიც გვყავდა. მაშინ ტუბერკულიოზით დაავადება ერთგვარი განაჩენი იყო, მაგრამ ჩვენ ეს დავძლიეთ.

 

 

 

ექიმებს, მედდებს გვქონდა ეკიპიროვკა სრული, ვიცავდით რეკომენდაციებს და არცერთი მედპერსონალი მაშინ, რამდენი წლის წინანდელ ამბავს გიყვებით არ დაავადებულა ტუბერკულიოზით.

 

 

 

მენიუც პაციენტებისთვის საგანგებოდ გვქონდა შექმნილი. კურორტ ავათხარადან თხის რძეს ვასმევდით მათ, იზოლირებულ ახლა რომ იძახიან ბოქსირებულ პალატაში გვყავდა პაციენტები, თითქმის ყველა გამოვაჯანმრთელეთ, ასეთი ისტორიები და მადლიერი პაციენტები ბლომად მყავდა”, – გვიყვება ნათელა თოდუა.

 

 

 

მისი თქმით, ეს კორონავირუსიც უნდა დავამარცხოთ. „მჯერა გამოიგონებენ ვაქცინას“, მანამდე როგორც მედიკოსი გირჩევთ დავიცვათ ჯანდაცვის რეკომენდაციები და პირველ რიგში თვითიზოლაცი. ვიკვებოთ ვიტამინებით მდიდარი საკვებით, ბოსტნეული, ხილი და სითხე მივიღოთ მხოლოდ თბილი, არავითარ შემთხვევაში ცივი ან მაცივრიდან გამოტანილი. მთავარია ფილტვებისთვის სუფთა ჰაერი და გარეთ სეირნობა ბუნებაში, „დიახ ამ ვირუსსაც დავძლევთ, როგორც ექიმს მე ამის მჯერა”,-ამბობს იგი.

 

 

 

ავტორი: თეა შონია

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი